პელე "არსენალში" სიამოვნებით ითამაშებდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელე "არსენალში" სიამოვნებით ითამაშებდა


პელე
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე მიიჩნევს, რომ, ამჟამად, გახსნილ ფეხბურთს ძალიან ცოტა გუნდი თუ თამაშობს. ექს-შემტევის განცხადებით, ასეთ მოდელთან ყველაზე ახლოს "არსენალი" დგას. ამიტომაც, პელეს თქმით, სწორედ ამ კლუბში მოისურვებდა თამაშს. "არსენალში" თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა", - ციტირებს პელეს სიტყვებს Telegraph. "მიყვარს გუნდები, რომლებიც ღია ფეხბურთს თამაშობენ. დღეს რთულია ასეთი გუნდის მოძებნა, რომელიც სწორედ ასე თამაშობს. "ბარსელონა" თავისი სტილით ყველაზე მეტად "სანტოსსა" და 1970 წლის ბრაზილიის ნაკრებს მახსენებს. "ჩელსისა" და "არსენალს" შორის არჩევნის გაკეთება რომ მომიწიოს, "მეთოფეებს" ავირჩევდი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები