"ჩელსი" ელტონით, კარისოთი და ვალდესით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსი" ელტონით, კარისოთი და ვალდესით დაინტერესდა


"ჩელსი" იანვარში ტიბო კურტუასა და ასმირ ბეგოვიჩის შემცვლელად გამოცდილი მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც Daily Mail იტყობინება, ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტული ვარიანტია ელტონი, რომელსაც "პორტუსთან" კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. გარდა ბრაზილიელი კიპერისა, "არისტოკრატები" ინტერესს "ატლეტიკოელი" მიგელ ანხელ მოიას, "მანჩესტერ იუნაიტედელი" ვიქტორ ვალდესისა და "ინტერელი" ხუან პაბლო კარისოს მიმართაც იჩენენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები