დე ბრუინე: "არ მინდა ვარსკვლავი ვიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ბრუინე: "არ მინდა ვარსკვლავი ვიყო"


"მან სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ განაცხადა, რომ არ მოსწონს, როცა მას ვარსკვლავს ეძახიან. ბელგიელს ეს სტატუსი არ მოსწონს, მიუხედავად იმ უზარმაზარი თანხისა, რაც მის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" გადაიხადეს. "არ მინდა, ვარსკვლავი ვიყო, უბრალოდ, კარგი ფეხბურთის ჩვენებას ვიმედოვნებ", - ციტირებს დე ბრუინეს სიტყვებს Daily Mail. "რა თქმა უნდა, ზეწოლა ძალიან დიდია იმის გამო, რომ "სიტიმ" ჩემს სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა. მაგრამ, უბრალოდ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ და ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. "ვოლფსბურგში" ვარსკვლავი ვიყავი, მაგრამ არასდროს მომწონდა, როცა ამაზე ვინმე მესაუბრებოდა. ასევე "ჩელსისთვის" არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რომელმაც ჩემზე უარი თქვა. მხოლოდ ფეხბურთის თამაში და ტიტულების მოგება მინდა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები