ისიანი: "ფეხბურთში მთავარი მონდომებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისიანი: "ფეხბურთში მთავარი მონდომებაა"


რამდენიმე საათის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის პირველი მატჩი "ბენდელაზე", სადაც "საბურთალო" "სიონთან" 2-3 დამარცხდა. ბოლნისელთა შემადგენლობაში დუბლით გამოირჩა ვილი ისიანი, რომელმაც გამარჯვების გოლები გაიტანა. GOAL.GE-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწერა. - გილოცავთ გამარჯვებას. შეაფასეთ დღევანდელი მატჩი. - ჩემი აზრით, ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ფეხბურთში მთავარი მონდომებაა . წინასწარ დავგეგმეთ მოსაგებად გამოსვლა, თავიდან ვაგებდით, მაგრამ ბიჭების მონდომებით, გვერდში დგომით და ერთმანეთის გატანით, დღევანდელი თამაშის მოგება დავიმსახურეთ. - დასაწყისში, "სიონმა" ძალიან კარგად შეუტია, მრავალი მომენტი ჰქონდა, 3 გოლიც გაიტანა, მაგრამ ბოლო 20 წუთში გუნდს "საბურთალოს" შეტევების მოგერიება უწევდა და მეტოქის ნახევარზეც რამდენჯერმე გადავიდა. - ფეხბურთში ყველაფერი ხდება. როდესაც 1 გუნდი იგებს, ხოლო მეორე აგებს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. აქ უკვე იყო ფიზიკური ძალების გამოყენება. ამ ეტაპზე, ცოტა დაღლა დაგვეტყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, 3 ქულა ცხრილში ჩავიწერეთ და ვეცდებით, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა განვაგრძოთ. - რას იტყვით მომდევნო ტურის შეხვედრაზე, სადაც ბოლნისში, "სიონი" "მერანს" დაუპირისპირდება? - ბოლნისში თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახლში ვთამაშობთ და საშინაო არენაზე ვმასპინძლობთ მეტოქეს. გულშემატკივრის მხარდაჭერით და მათი ნდობით, ყველანაირად ვეცდებით "მერანთან" მატჩი მოვიგოთ.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები