უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


საფეხბურთო საიტი Goal.ge ტრადიციულად გთავაზობთ უიქენდის 5 ყველაზე საინტერესო მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ამ შაბათ-კვირას ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "ტოტენჰემსა" და "სიტის" შორის გასამართი დაპირისპირება იწვევს. "ტოტენჰემი" - "სიტი" ინგლისის პრემიერლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემსა" და "სიტის" შორის 26 სექტემბერს, თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია "სიტი", რასაც ვერ ვიტყვით "მამლებზე". აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოს "ტოტენჰემმა" ქალაქური კლუბი, დაახლოებით, 2 წლის წინ დაამარცხა. "ნიუკასლი" - "ჩელსი" საინტერესოა, შეძლებს თუ არა "ნიუკასლი" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას. მათ მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი ელით, რადგან, თავის მხრივ, მოგება "ჩელსისაც" უნდა. მოურინიოს გუნდი, ამჟამად, მე-15 ადგილზეა. ეს მატჩი 26 სექტემბერს, 20:30 წუთზე დაიწყება. "ნაპოლი" - "იუვენტუსი" ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება იტალიაშიც. "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" მატჩი სტარტს 26 სექტმებერს, 22:45 წუთზე აიღებს. ორივე გუნდს ამ შეხვედრაში ქულების მოპოვება უნდათ. სერია ა-ში, ამჟამად, "ნაპოლი" მე-12 ადგილზეა, "ბებერი ქალბატონი" კი მე-13. მიმდინარე სეზონში ტურინელებს მხოლოდ 1 მოგება აქვთ. "ვილიარეალი" - "ატლეტიკო" მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია "ვილიარეალი". გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელია. მადრიდის "ატლეტიკოს" კი ერთადერთი მარცხი აქვს "ბარსელონას" წინააღმდეგ. დიეგო სიმეონეს გუნდი "ვილიარეალის" დამარცხებასა და სამეულში შესვლას შეეცდება. ეს პრინციპული დაპირისპირება 26 სექტემბერს, 22:30 წუთზე დაიწყება. "ინტერი" - "ფიორენტინა" 27 სექტმებერს კი ყველაზე საინტერესო მატჩი იტალიაში შედგება. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი კლუბები დაუპირისპირდებიან. მილანის "ინტერს" 5-დან ხუთი მოგება აქვს, "ფიორენტინას" კი მხოლოდ 1 წაგება. შეძლებს "ინტერი" კიდევ 1 გამარჯვების მოპოვებას? მატჩი 22:45 წუთზე არის დაგეგმილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები