მორენო: "შოუ ძალიან თბილად დამხვდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორენო: "შოუ ძალიან თბილად დამხვდა"


მორენო:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსვ"-ს ფეხბურთელმა, ჰექტორ მორენომ "მანჩესტერის" მცველს, ლუკ შოუს ფეხი მოტეხა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მორენო თავად ესტუმრა დაზარალებულს საავადმყოფოში. ასეთი განცხადება გააკეთა მან შოუს ნახვის შემდეგ. "ბედნიერი ვარ, რომ ის ვნახე. შოუს სანახავად ფილიპ კოკუსთან ერთად მივედი. შოუ ძალიან თბილად დამხვდა. მან ნახა ამ მომენტის ამსახველი ფოტოები, მითხრა, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და გამიღიმა" , - აცხადებს მორენო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები