ლუის ენრიკე: "გაშვებულ გოლებზე მთელი გუნდია პასუხისმგებელი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკე: "გაშვებულ გოლებზე მთელი გუნდია პასუხისმგებელი"


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცვა. როგორც გახოვთ, ტერ შტეგენი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა რამდენიმე დაშვებული შეცდომის შემდეგ. "არ მესმის, რას ამბობენ ან წერენ მასზე, არ გავაკეთებ კომენტარს ტერ შტეგენის მისამართით არსებულ კრიტიკაზე. საერთოდ, პროფესიონალი სპორტსმენი მიჩვეული უნდა იყოს მისდამი მუდმივ კრიტიკას. მეკარის პოზიცია კი განსაკუთრებული შემთხვევაა. გოლკიპერის ნებისმიერ წარმატებულ თუ წარუმატებელ მოქმედებას უმალ ყველა ხედავს. ჩვენს მიერ დღევანდელ გაშვებულ გოლებში კონკრეტულად ბრავო, ტერ შტეგენი ან მასიპი არ არის დამნაავე. ამაზე მთელი გუნდია პასუხისმგებელი" , - თქვა ლუის ენრიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები