იურგენ კლოპი: "ლივერპულის" შესახებ არსებულ ჭორებთან არანაირი შეხება არ მაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იურგენ კლოპი: "ლივერპულის" შესახებ არსებულ ჭორებთან არანაირი შეხება არ მაქვს"


გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა "ლივერპულის" მეთაურობით მის დაინტერესებაზე. 48 წლის სპეციალისტი გუშინ მიუნხენურ ოქტობერფესტ-ზე იმყოფებოდა. "მისმინეთ, ისევ ვისვენებ სამუშაოსგან. "ლივერპულის" შესახებ არსებულ ჭორებთან კი არანაირი შეხება არ მაქვს" , - თქვა კლოპმა. შეგახსენებთ, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ გათავისუფლება ემუქრება. კლოპი მის შემცვლელად ძირითადი კანდიდატია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები