ლუი ვან გაალი: "ადვოკაატი ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "ადვოკაატი ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანია"


ლუი ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ განიცდის "სანდერლენდის" გამო, რომელსაც დიკ ადვოკაატი მეთაურობს. "ჩემთვის დიკ ადვოკაატი არამხოლოდ კოლეგა, არამედ მეგობარიცაა. როდერტამის "სპარტაში" ერთად ვთამაშობდით, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები და პერიოდულად ვურეკავთ ერთმანეთს. დიკი ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანია. ახლა მას რთული მდგომარეობა აქვს. იმედი მაქვს, "სანდერლენდი" ყოველ მატჩში გაიმარჯვებს, გარდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშებისა. ვფიქრობ, ახლა ისინი კონტრშეტევებზე ითამაშებებ. ჩვენ კი, ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ ჩვენს მინდორზე - მხოლოდ ასე" , - თქვა ვან გაალმა. შეგახსენებთ, "ემიუ" "სანდერლენდს" დღეს შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები