დიეგო სიმეონე: "ახლა ჩემთვის მხოლოდ "ვილიარეალთან" თამაშია მნიშვნელოვანი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "ახლა ჩემთვის მხოლოდ "ვილიარეალთან" თამაშია მნიშვნელოვანი"


"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ვილიარეალის" წინააღმდეგ პრიმერას მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა. "რეალთან" მატჩზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემთვის მხოლოდ "ვილიარეალთან" თამაშია მნიშვნელოვანი. "ვილიარეალს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მატჩს ყოველთვის უმნიშვნელო დეტალები წყვეტს, ისევე როგორც შარშან იყო. ყველა ჩვენი თავდამსხმელი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ეს კლუბს წაადგება. გუნდში კარგი ატმოსფეროს შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა ყველა იღებს სათამაშო პრაქტიკას. ჩემს ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ, რომ 20, 10 ან 5 წუთი მატჩში, ეს უკვე ბევრია" , - თქვა სიმეონე,.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები