უმაღლესი ლიგა. მე-6 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-6 ტურის წინ


დღეს უმაღლესი ლიგის კიდევ 6 მატჩი გაიმართება. მოვლენათა ეპიცენტრი გორშია, სადაც "თენგიზ ბურჯანაძე" გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებას უმასპინძლებს.

"დილა"-"დინამო"(თბ), 16:00 საათი, "თენგიზ ბურჯანაძე"

აღნიშნულ მატჩს უდიდეს ინტერესს უძენს სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვე. გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა. "დინამო" 5 ტურია, უდანაკარგოდ მიდის და 15 ქულით პირველზე იმყოფება, ხოლო 13 ქულა აქვს უჩა სოსიაშვილის შეგირდებს.

"დინამო"(ბათ)-"ჩიხურა"(საჩხერე), 16:00 საათი, "ჩელე არენა"

არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება შედგება "ჩელე არენაზე", სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან გუნდები, რომელთა შორის სხვაობაც მხოლოდ 1 ქულაა. წინა ტურში "ჩიხურა" "დილასთან" 0-1 დამარცხდა, ხოლო ზღვისპირა გუნდი "ცხინვალთან".

"ზუგდიდი"-"სამტრედია", 16:00 საათი, "ბაიას ბაზა"

სატურნირო ცხრილში ძალიან ცუდ პოზიციაზე იმყოფება მეგრული გუნდი, რომელიც 1 ქულით გასავარდნ ზონაშია, ხოლო "სამტრედიას" კი ძალიან სჭირდება მოგება, რამეთუ მოგებით ძალიან მაღალ პოზიციას იკავებს ცხრილში. მათ გაუხდებათ 15 ქულა და გაუსწრებენ მინიმუმ "სიონს", ხოლო "დინამოს" მოგების შემთხვევაში, გორის "დილასაც".

"ტორპედო"(ქუთაისი)-"ცხინვალი", 18:00 საათი, "რამაზ შენგელია"

მე-6 ტური საინტერესო მატჩით დაიხურება, რომელსაც ქუთაისი უმასპინძლებს. გუნდებს შორის 1 ქულიანი სხვაობაა. როგორც "ცხინვალმა", ასევე, "ტორპედომაც" მოიგო გასული ტურის მატჩი.

"კოლხეთი"(ფოთი)-"საპოვნელა"(თერჯოლა), 16:00 საათი, "ევგრაფი შევარდნაძე"

"მერანი"(მარტვილი)-"გურია"(ლანჩხუთი), 16:00 საათი, "მურთაზ ხურცილავა"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები