L'Equipe: "კანკავა მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტში მეფობდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

L'Equipe: "კანკავა მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტში მეფობდა"


L'Equipe:
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ლილს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დისკვალიფიცირებულია. ის "ლიონის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. ფრანგული ავტორიტეტული გამოცემის, lequipe-ს მიხედვით, კანკავა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დაუღალავად ითამაშა გასულ ტურში "პსჟ"-სთან გამართულ მატჩში. ის ძალიან აქტიურობდა "ლილთან" შეხვედრაშიც. "დნიპროს" ექს-ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტში მეფობდა. სტატისტიკის მიხედვით კანკავამ 27-ჯერ წაართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, რაც, საერთო ჯამში, მისი გუნდის 25% იყო", - წერია L'Equipe-ს ოფიციალურ საიტზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები