გორგოძემ არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გორგოძემ არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა


მსოფილიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. სამწუხაროდ, მატჩი სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 54:9 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი ბორჯღალოსნების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ გააკეთა. მოგეხსენებათ, მეორე ტაიმში ის მოედნიდან 10 წუთი გააძევეს. "ჩემი გაძევების მომენტს კიდევ ერთხელ ვნახავ, თუმცა, მსაჯები ყოველთვის მართლები არიან, რადგან მათი გადაწყვეტილება საბოლოოა. რა თქმა უნდა, ეს ძალით არ გამიკეთებია. არგენტინა ძალიან ძლიერი გუნდია და ფავორიტებიც იყვნენ, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი დიდი ანგარიშით დავმარცხდით" - აცხადებს გორგოძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები