ლიონელ მესი შესაძლოა მინდორზე 8 კვირა ვერ გავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიონელ მესი შესაძლოა მინდორზე 8 კვირა ვერ გავიდეს


ლიონელ მესი შესაძლოა მინდორზე 8 კვირა ვერ გავიდეს
კატალონიის "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" შორის გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მუხლის ტრავმა მიიღო. მესი მატჩის მე-10 წუთზე დაზიანდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად მატჩი მუნირ ელ-ჰადადიმ გააგრძელა. უცხოური გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ მესის ტრავმა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს. არგენტინელ ვარსკვლავს, დაახლოებით, 2 თვით უთამაშებლობას უწინასწარმეტყველებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები