პელეგრინი: "აგუეროს პრობლემები არ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელეგრინი: "აგუეროს პრობლემები არ აქვს"


"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანეულ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროს საგოლე მომენტების რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ქალაქელების" არგენტინელი ფორვარდი 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლით გამოირჩა. "არ ვფიქრობ, რომ აგუეროს რაიმე პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება. მას კრიზისი არ აქვს" , - დაიწყო ჩილელმა. "დარწმუნებული ვარ, მან ბოლო 2 მატჩში იმიტომ არ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, რომ 100 %-ით მზად არ იყო. სერხიომ აუცილებლად უნდა ჩაატაროს რამდენიმე მატჩი, რათა ძველი თავდაჯერებულობა დაიბრუნოს. აგუერო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის და მას ვენდობით" , - შეაჯამა პელეგრინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები