"ბარსელონამ" "ლას პალმასი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონამ" "ლას პალმასი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა


დღეს პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის შაბათი დღის პირველი შეხვედრა გაიმართა. კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლას პალმასი" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის მე-10 წუთზე ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე მუნირი გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, ლეო, დაახლოებით, 5 კვირას გამოტოვებს. ამის შემდეგ თამაში თავის თავზე სუარესმა აიღო და დუბლი შეასრულა. "ლას პალმასმა" 88-ე წუთზე 1 ბურთის გაქვითვაც შეძლო - გოლი ვიერას ანგარიშზეა. გამარჯვების შემდეგ "ბლაუგრანა" დროებით პირველ პოზიციაზე გადავიდა. ბარსელონა 2-1 ლას პალმასი გოლები: სუარესი 25/54 - ვიერა 88 ბარსელონა: ტერ შტეგენი, კორეია, ბარტრა, მაშერანო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რობერტო, მესი (მუნირი 10 - სანდრო 80), სუარესი, ნეიმარი ლას პალმასი: ვარასი, ალკარასი, არტილესი, კასტელანო, ბიგასი, სიმონი, მუბარაქი, ჰერნანი, მესა, არაუხო, ვიერა გაფრთხილებები: მაშერანო 79, სუარესი 90+2 - ჰერნანი 36, მუბარაქი 56, სიმონი 58, ალკარასი 66 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები