"ცხინვალმა" ქუთაისში მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ცხინვალმა" ქუთაისში მოიგო


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის ბოლო მატჩი, "რამაზ შენგელიაზე", სადაც ადგილობრივი "ტორპედო" კახი კაჭარავას "ცხინვალთან" 1-3 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ირაკლი ლექვთაძის კარგი თამაშის ხარჯზე, 29-ე წუთზე "ცხინვალი" დაწინაურდა. სტუმრებმა შეტევითი ძალები გააძლიერეს და 3 წუთში ნიკა კაჭარავამ ქუთაისელთა კარი მეორეჯერაც აიღო, დუბლი კი ზუსტად 5 წუთში გაიფორმა. "ტორპედო" მეორე ტაიმში სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. რიონისპირელებმა მხოლოდ 1 ბურთის გაქვითვა მოახერხეს. 56-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დავით სიჭინავამ დააფიქსირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები