ლუის ენრიკემ მესის ტრავმაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკემ მესის ტრავმაზე ისაუბრა


ლუის ენრიკემ მესის ტრავმაზე ისაუბრა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და ის 7-8 კვირა ვერ ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა. "მესის გარეშე ბარსელონა თამაშის სტილს არ შეიცვლის. ის ბევრ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ჩვენ მაინც გავალთ ყველა მატჩში მოსაგებად. ითამაშებს თუ არა ის კლასიკოზე? კალენდარს არ ვუყურებ. ახლა კონცენტრირებული მხოლოდ ლევერკუზენთან მატჩზე ვარ, რომელიც სამშაბათს გაიმართება" , - აცხადებს ენრიკე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები