წიკლაური: "დიახ, ჩელსის ხელმძღვანელობამ ლორიას ტრანსფერზე დაგვირეკა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

წიკლაური: "დიახ, ჩელსის ხელმძღვანელობამ ლორიას ტრანსფერზე დაგვირეკა"


რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გაამხილა, რომ ლონდონის "ჩელსი" გიორგი ლორიას შეძენით აქტიურად ინტერესდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება rsport-თან ინტერვიუში ლორიას ამჟამინდელი კლუბის - "კრილია სოვეტოვის" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ წიკლაურმაც გააკეთა. მისი თქმით, "ჩელსიმ" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა ლორიას, თუმცა, არის პრობლემები... "დიახ, ჩელსის ხელმძღვანელობამ დაგვირეკა და ლორიას ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა, თუმცა, არის პრობლემები... პრემიერლიგის წესების თანახმად, ინგლისში თამაში მხოლოდ საუკეთესო 70 ქვეყნიდან მოასპარეზე ფეხბურთელებს შეუძლიათ, მაგრამ შანსი ლორიას ჩელსიში გადასვლისა კვლავ არსებობს, თუმცა, ლონდონელებმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ დიდი თანხა უნდა გადაიხადონ. გაუშვებს თუ არა კრილია ლორიას? - ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლორია, ამჟამად, ჩვენი ფეხბურთელია და არ ვიცი, რა მოხდება ხვალ" , - აცხადებს წიკლაური. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები, ამჟამად, ფიფას რეიტინგში 147-ე ადგილზეა. კურტუას ტრავმის შემდგ კი "ჩელსის" მხოლოდ 1 მეკარე - ასმირ ბეგოვიჩი დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები