მასიმილიანო ალეგრი: "რთული იქნება, მაგრამ ისევ ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "რთული იქნება, მაგრამ ისევ ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის"


"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა იტალიის ჩემპიონატის მატჩში (1:2) "ნაპოლისთან" დამარცხების მიზეზებზე. "რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩემპიონატი დიდია, ახლა ჩემპიონებივით უნდა ვითამაშოთ. "იუვენტუსი" ფეხზე დადგება და კიდევ იბრძოლებს სკუდეტოსთვის, თუმცა, ეს რთული იქნება. ეს სიძნელეები უნდა გადავლახოთ. შესაძლოა, გამოცდილი ფეხბურთელების ფორმაში ჩადგომა დაგვეხმაროს, მაშინ მეტი არჩევანი მექნება. დღეს მოედნის ცენტრში მხოლოდ ერნანესის და ლემინას იმედის ქონა შემეძლო. საბოლოო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ "ნაპოლის" ორგანიზებული, პროფესიონალი გუნდი ჰყავს. მათ კარგად ითამაშეს კონტრშეტევებზე" , - აღნიშნა ალეგრიმ. აღსანიშნავია, რომ 6 არასრული ტურის შემდეგ "იუვენტუსი" სერია ა-ში მე-13 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები