მარსელო: "რონალდუ რეკორდებზე არაა ჩაციკლული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელო: "რონალდუ რეკორდებზე არაა ჩაციკლული"


"რეალის" მცველმა, მარსელომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "მალაგასთან" (0:0) ფრეს შემდეგ გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე გააკეთა კომენტარი. აღსანიშნავია, რონალდუმ კარისკენ 14 -ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. შეგახსენებთ, ახლა 30 წლის პორტუგალიელის აქტივში კარიერის მანძილზე გატანილი 499 გოლია. "ყველამ იცის, ვინ არის კრიშტიანუ. ის რეკორდების დამყარებაზე არაა ჩაციკლული, ის მიზნად ისახავს, დაეხმაროს გუნდს გამარჯვებაში. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი კარის მშრალად შენახვაა, დღეს ეს გამოგვივიდა, მაგრამ პირველი ადგილის დასაკავებლად გოლის გატანაცაა საჭირო. იოლი მოწინააღმდეგეები აღარ დარჩნენ, ამიტომ, თითოეულ მატჩში ისე უნდა გავიდეთ, როგორც ფინალში. მესის ტრავმა? იმედი მაქვს, ფორმაში მალე ჩადგება" , - თქვა მარსელომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები