ბრენდან როჯერსი: "სტარიჯმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრენდან როჯერსი: "სტარიჯმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა"


ბრენდან როჯერსი:
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ასტონ ვილასთან" (3:2) გამარჯვების შემდეგ ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი და თავდამსხმელები, დენიელ სტარიჯი და დენი ინგზი შეაფასა. "ჩემმა ფეხბურთელებმა ძალისხმევისა და კრეატივის მხრივ ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. შესანიშნავი გამარჯვება. სატურნირო ცხრილის მწვერვალზე საბრძოლველად დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. მაგრამ "ლივერპულში" გატარებული დროის მანძილზე დენიელ სტარიჯმა აჩვენა, რომ ტოპ-დონის ტალანტია. ასეთი ფეხბურთელის არყოფნამ შესაძლოა სირთულე შექმნას. ვფიქრობ, სტარიჯმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა, იმედგაცრუებულია, ჰეთ-თრიქი რომ ვერ შეასრულა. მაგრამ დენიელის თამაში და ორი შეტევის შედეგიანი დასრულება დიდებული იყო. სტარიჯი ახალგაზრდა ინგზთანაც შესანიშნავად ურთიერთქმედებდა. ამ უკანასკნელმა დღეს გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ დენიელთან წყვილში კარგად ითამაშა. რაც შეეხება მილნერს, ის ტოპ-კლასის პროფესიონალია. "ლივერპულში" ჯეიმსს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა. მილნერის გოლი უბრალოდ დროის საკითხია. კარიერის მანძილზე მას რეგულარულად გაჰქონდა გოლი. ჯეიმსმა შესანიშნავად შეუტია მარცხენა ფეხით, რამაც თამაშის კარგად დაწყების საშუალება მოგვცა" , - თქვა ჩრდილოირლანდიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები