ჟერვინიო: "მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ისევ ის ჟერვინიო ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟერვინიო: "მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ისევ ის ჟერვინიო ვარ"


ჟერვინიო:
რომის "რომას" ფეხბურთელმა, ჟერვინიომ კომენტარი გააკეთა გუშინდელ მატჩში (5:1) "კარპისთან" თავისი გუნდის უზარმაზარი ანგარიშით გამარჯვებაზე. "ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო გუნდის ასპარეზობა. მაგრამ გოლი გავიტანე, ესეც მნიშვნელოვანია. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ისევ ის ჟერვინიო ვარ. რა თქმა უნდა, შენი მისამართით გამოთქმული კრიტიკის მოსმენა ყოველთვის უსიამოვნოა, ვიცი, რას ელიან ჩემგან ჩვენი გულშემატკივრები. ვინ არის ფავორიტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში? ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ახლა ფავორიტები არ არიან" , - განაცხადა ფეხბურთელმა. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჟერვინიომ "რომას" მაისურით 4 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები