ნადირაძე: "იმედი მაქვს, "ცხინვალის" კარის გადარჩენას კიდევ ბევრჯერ შევძლებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნადირაძე: "იმედი მაქვს, "ცხინვალის" კარის გადარჩენას კიდევ ბევრჯერ შევძლებ"


გუშინ გაიმართა უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები. ქუთაისში გამართულ შეხვედრაში, ადგილობრივი "ტორპედო" "ცხინვალმა" დამაჯერებელი ანაგრიშით 1-3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE-მ "ცხინვალის" მეკარე და კაპიტანი, გიორგი ნადირაძე ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. შეაფასე გუშინდელი მატჩი. - ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა და, ანგარიშის მიუხედავად, ძალიან დაძაბული. მაყურებელმა საკმაოდ ლამაზი გოლები იხილა, როგორც მოწინააღმდეგის, ასევე, ჩვენს კარშიც. - უკვე მეორე მატჩია, გუნდი პირველ ტაიმში ჩინებულად ასპარეზობს, მეორე ტაიმში გამოდის, დასაწყისში უშვებს გოლს და თამაშის მიმდინარეობა "ცხინვალის" საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. - როდესაც გუნდი პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ეუფლება, მეორე ტაიმში გუნდი მეორე ნომრად ამჯობინებს თამაშს და ანგარიშის შენარჩუნებაზე იწყებს ფიქრს. ასეთ სიტუაციაში, ნებისმიერი გუნდი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. - შენი გენიალური თამაში "ტორპედოს" წინააღმდეგ... - ზოგადად, ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ყველა მეკარე, მეც იმისთვის ვარ, რომ გუნდი კრიტიკულ სიტუაციაში ბევრჯერ გადაარჩინოს და იმედი მაქვს, "ცხინვალის" კარის გადარჩენას კიდევ ბევრჯერ შევძლებ. - მომდევნო მატჩს "ცხინვალი" 3 ოქტომბერს, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გამართავს... - პირველ რიგში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, მოედანზე მოსაგებად გავალთ. რაც შეეხება თამაშს, საკმაოდ დაძაბული იქნება, რამეთუ "კოლხეთს" საკმაოდ კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავს. 2 მნიშვნელოვანი მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდში ამაღლებული განწყობაა. მომდევნო მატჩში მოგებით, სატურნირო ცხრილში მაღალ პოზიციაზე გადავინაცვლებთ, ამ შანსის გამოყენებას კი მაქსიმალურად ვეცდებით.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ს.კ "ცხინვალის" ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები