"ლიახვი" გალიდერდა - "ალგეთი" ისევ ქულის გარეშეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლიახვი" გალიდერდა - "ალგეთი" ისევ ქულის გარეშეა


საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგაც, ისევე, როგორც უმაღლესი, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. შესაძლოა ადრეა, თუმცა, სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ლიდერი გუნდების სამეული, ასე თუ ისე, გარკვეულია. 25 სექტემბერს გამართული მატჩების შემდეგ ცხინვალის "ლიახვი" უპირობო ლიდერი გახდა. მას სატურნირო ცხრილში 13 ქულა აქვს. მე-2 ადგილზე ქედის "ბეთლემი" იმყოფება, რომელსაც 12 ქულა აქვს. მე-5 ტურში "ბეთლემმა" "ალგეთი" დაამარცხა 2:0. "სქურმა" მინიმალური ანგარიშით "ჭიათურას" სძლია და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. საფეხბურთო კლუბმა "რუსთავმა" საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ხელვაჩაურის "მაჭახელას". მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. პირველივე წუთებიდან გარდამავალი უპირატესობით დაიწყო მატჩი, თუმცა, მასპინძლები მცირე უპირატესობით მაინც გამოირჩეოდნენ. რამდენჯერმე ორივე გუნდს ჰქონდა შანსი გოლის გატანის, თუმცა, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში "მაჭახელამ" გოლის გატანა მოახერხა და დაწინაურდა, თუმცა, 55-ე წუთზე "რუსთავმა" საპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში იმედაშვილმა გაათანაბრა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, 63-ე წუთზე "მაჭახელას" კართან ახლოს საჯარიმო დარტყმა გიორგი კილასონიამ განახორციელა და მეორე გოლიც გავიდა რუსთაველთა სასარგებლოდ. ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა სტუმრებმა ძალების მოკრება შეძლეს და ანგარიშიც გაათანაბრეს. საბოლოოდ თამაში ფრედ დასრულდა და თითო ქულა დაიმსახურა ორივე გუნდმა. მარნეულის "ალგეთი" კი კვლავ უქულოდ დარჩა. მე-5 ტური დასრულდა და "ალგეთს" კვლავ 0 ქულა აქვს. ამჯერად გუნდი "ბეთლემთან" დამარცხდა. გთავაზობთ, პირველი ლიგის სატურნირო ცხრილს: პირველილიგა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები