სტარიჯი საშუალო შედეგიანობით "ლივერპულის" საუკეთესო ფორვარდია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტარიჯი საშუალო შედეგიანობით "ლივერპულის" საუკეთესო ფორვარდია


მერსისაიდული "ლივერპულის" ინგლისელი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი პრემიერ-ლიგის მატჩებში საშუალო შედეგიანობით თავისი გუნდის საუკეთესო ფორვარდია. სტარიჯმა "ასტონ ვილასთან" გაფორმებული დუბლით "ლივერპულისთვის" თავისი 36-ე და 37-ე გოლები გაიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტარიჯი "ლივერპულის" მაისურით ერთ მატჩში საშუალოდ 0,65 გოლს იტანს, რაც ამ გუნდის ფორვარდებისთვის საუკეთესო შედეგია. სტარიჯმა შედეგიანობით ფერნანდო ტორესისა და ლუის სუარესის ჩამოტოვება მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები