ობამეიანგმა გერმანიაში რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგმა გერმანიაში რეკორდი დაამყარა


ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში დორტმუნდის "ბორუსია" "დარმშტადტს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდელთა" მხრიდან ორივე გოლი პიერ ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა. ამ გოლებით გაბონელმა გერმანიაში ახალი რეკორდი დაამყარა. ობამეიანგი გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში, რომელმაც ზედიზედ 7 ტურში შეძლო გოლის გატანა. მიმდინარე სეზონში, შიდა ჩემპიონატში "დორტმუნდის" ფორვარდს უკვე 9 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამჟამინდელ გოლეადორს, რობერტ ლევანდოვსკის მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები