საინტერესო ფაქტები, რომლებიც ამ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საინტერესო ფაქტები, რომლებიც ამ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირდება


ხვალ და ზეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო სიახლეს აქვეყნებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი. წყარო წერს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც ამ სამშაბათსა და ოთხშაბათს დაფიქსირდება ჩემპიონთა ლიგაზე. მოურინიო სახლში ბრუნდება ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" მე-2 ტურის მატჩში "პორტოს" პორტუგალიაში უპირისპირდება. როგორც იცით, ჟოზე წლების წინ ამ გუნდის მწვრთნელი იყო და პირველი ლიგა სწორედ აქ მოიგო. შეგახსენებთ, რომ პირველად მოურინიო 2005 წელს დაბრუნდა სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პორტოში და 1:2 დამარცხდა. _67949988_porto_cl_getty კასილასი სრული რეკორდსმენი გახდება მადრიდის "რეალის" ყოფილი და ამჟამინდელი "პორტოს" მეკარე, იკერ კასილასი მე-2 ტურის შეხვედრაში რეკორდსმენი გახდება. ცნობისთვის, იკერს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა ექნება ჩატარებული. ამჟამად, ხავი და კასილასი თანაბრად არიან, მათ 151-151 შეხვედრა აქვთ ჩატარებული ლიგაზე. 75102-872-550 რონალდუ რაულის რეკორდის მოხსნას შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში "რეალი" სტუმრად "მალმოს" ხვდება. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ შეეცდება, რაულ გონსალესის რეკორდი დაამხოს და გახდეს "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ამჟამად, პორტუგალიელს 321 გოლი აქვს გატანილი და რაულამდე 2 გოლი აკლია. default "დინამოს" 45-მატჩიანი წაუგებელი სერია ზაგრების "დინამო" გასვლით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნს" უპირისპირდება. ცნობისთვის, ხორვატებს ამ მომენტისთვის სასწაული სტატისტიკა აქვთ. ყველა ჩემპიონატში ერთად უკვე 45 შეხვედრაა, რაც მათ მატჩი არ წაუგიათ. ბოლოს ისინი 2014 წლის 27 ნოემბერს დამარცხდნენ. hi-res-a4d162d3bb267608ac06c180c3cc997b_crop_north ლიგა ყაზახეთში ისტორიაში პირველად ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის მატჩში ყაზახეთში. როგორც იცით, ყაზახური გუნდი 2015-2016 წლების სეზონში პირველად გავიდა ლიგაზე. მე-2 ტურის მატჩში "ასტანა" "გალათასარაის" უმასპინძლებს. Untitled-1 შეუჩერებელი კავანი! "პარი სენ ჟემენის" ფორვარდს, ედინსონ კავანის უკანასკნელ 21 შეხვედრაში 21 გოლი აქვს გატანილი. სავარაუდოა, რომ ურუგვაელი ფორვარდი დონეცკის "შახტართანაც" კარგ თამაშს აჩვენებს. KAFnp სიახლე მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები