მანუელ პელეგრინი: "ადრე თუ გვიან "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "ადრე თუ გვიან "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"


"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. "ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს "ბარსელონასთან", "რეალთან", "ბაიერნთან" ან "იუვენტუსთან" შედარებით. იმათზე ახალგაზრდა ვართ, ვინც ბოლო 10 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "სიტიმ" მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გააკეთა საკუთარ თავზე განაცხადი და ყოველწლურად ძლიერდება. ასე იქნება შემდეგაც და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ" , - თქვა პელეგრინიმ. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 1-ლ ტურში "სიტიმ" შინ "იუვენტუსი" დაამარცხა (1:2) და ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი წააგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები