პირველი არხზე, სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველი არხზე, სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართება


დღეს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თბილისის დროით 22 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართება. “სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთად”, სტუდიაში ლევან კობიაშვილსა და რევაზ არველაძეს უმასპინძლებს. მესამე კანდიდატი, მამუკა კვარაცხელია, რომელიც უეფას მედია ოფიცერია, ლვოვში იმყოფება ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, კვარაცხელია დებატებში, სწორედ ლვოვიდან ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები