რევაზ არველაძე დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რევაზ არველაძე დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს "პრაიმტაიმი". რევაზ არველაძე "პრაიმტაიმის" ზარებს დღის განმავლობში არ პასუხობდა. არსებული ინფორმაციით, დაანონსებულ დებატებში მონაწილეობას მხოლოდ ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია მიიღებენ. როგორც "პრაიმ ტაიმს" გადაცემის პროდიუსერმა განუცხადა, რევაზ არველაძემ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ წერილობით აცნობა, თუმცა სტუდიაში რევაზ არველაზისთვის ადგილი მაინც იქნება გამოყოფილი. პროდიუსერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლო წუთებში მაინც შეცვლის გადაწვეტილებას და დებატებზე მივა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები 22:00 საათზეა დაანონსებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები