"ვიტესის" მწვრთნელი: "ტრავმირებული ვაკო არ გვჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ვიტესის" მწვრთნელი: "ტრავმირებული ვაკო არ გვჭირდება"


ჰოლანდიის ერედევიზიონის მე-7 ტურის მატჩში არნემის "ვიტესი" "ჰერენვენს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრით დაუზავდა. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ხოლო არ იყო მეორე ქართველი, ვალერი ყაზაიშვილი, რომელმაც შეხვედრამდე ტურით ადრე, გოლის გატანაც მოახერხა. 22 წლის ნახევარმცველის უთამაშებლობაზე ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა ისაუბრა: "არ გავრისკე და ვაკო კუნთის დაზიანების გამო დავასვენე. ტრავმირებული არ გვჭირდება. მსურს, თამაშისთვის სრულად მზად იყოს". როგორც ჩანს, ჩვენებურს მძიმე ტრავმა არ აქვს და გუნდის დახმარებას მომავალ ტურშივე შეძლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები