ოქსლეიდ-ჩემბერლენი: "კოკელენი ისევ გვეხმარება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოქსლეიდ-ჩემბერლენი: "კოკელენი ისევ გვეხმარება"


"არსენალის" ფეხბურთელმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა თავისი თანაგუნდელი ფრანსის კოკელენი შეაქო. "ფრანსისი ყოველთვის უნიკალური ფეხბურთელი იყო. როცა "არსენალისნაირ" კლუბში ხარ, ზოგჯერ რთულია, დაელოდო თავის გამოჩენის შანსს. მაგრამ კოკელენი ის ფეხბურთელია, რომელსაც უზარმაზარი სურვილი და თავისი საქმისადმი გიჟური დამოკიდებულება აქვს" , - თქვა "მეთოფეების" ინგლისელმა ნახევარმცველმა. "ხანდახან იჯარით გაშვებას ფეხბურთელებისთვის სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ფრანგმა თავი კარგად გამოიჩინა და გუნდში დაბრუნდა. ეს ის ფეხბურთელია, რომლის "არსენალში" ნახვაც ძალიან მიხარია. როცა ჩვენს გუნდზე ვსაუბრობთ, კოკელენი ძალიან დიდ როლს თამაშობს მასში. ის თავის პროფესინალიზმს ყოველ ვარჯიშზე და ყოველ მატჩში ამტკიცებს. ფრანსისი აკეთებს იმას, რასაც ჩვენი ზოგიერთი დანარჩენი ფეხბურთელი არ აკეთებს. მიმაჩნია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს თამაშს რაღაც სხვას შეჰმატებს. ის ისევ გვეხმარება და დარწმუნებული ვარ, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს" , - შეაჯამა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები