"ბარსელონა" ფეგულით და მუსტაფით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონა" ფეგულით და მუსტაფით ინტერესდება


"ვალენსიას" ფეხბურთელები: მცველი შკოდრან მუსტაფი და ჰავბეკი სოფიან ფეგული "ბარსელონას" თვალთახედვის არეში მეოქცნენ. კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ორივე მათგანი შეათვალიერა "ღამურების" და "გრანადას" მატჩში (1:0) პარასკევს, რომელშიც მუსტაფიმ გამარჯვების მომტნაი გოლი გაიტანა, იუწყება El Mundo Deportivo. გაზეთის ინფორმაციით, "ბარსელონა" ფეგულის "სელტას" ნახევარმცველ ნოლიტოს ალტერნატივად განიხილავს, რომელსაც "კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში პედროს შეცვლა მოუწევს. როგორც გახსოვთ, პედრო გასულ ზაფხულს "ჩელსიში" გადავიდა. შეგახსენებთ, ფიფა-ს მიერ "ბარსელონასთვის" დაწესებულ სატრანსფერო აკრძალვას 2016 წლის იანვარში ეწურება ვადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები