კლაუს ალოფსი: "მანჩესტერ სიტი" მზად იყო, დე ბრუინესთვის 4-ჯერ მეტი გადაეხადა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლაუს ალოფსი: "მანჩესტერ სიტი" მზად იყო, დე ბრუინესთვის 4-ჯერ მეტი გადაეხადა"


"ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა, კლაუს ალოფსმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ აღუდგა კლუბი წინ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინეს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას. "დიდი დრო არ დაგვიხარჯავს, კევინის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში, ნათელი გახდა, რომ უმჯობესი იქნებოდა მისი გაშვება. როცა სხვა გუნდი მზადაა, ფეხბურთელს 4-ჯერ მეტი გადაუხადოს, ვერაფერს იზამ. მის დატოვებას ვცდილობდით, თუნდაც ერთი წლით, მაგრამ არ გამოვიდა. კევინმა უნიკალური შეთავაზება მიიღო, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში ერთხელ ჩნდება" , - აღნიშნა ალოფსმა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ბონუსებთან ერთად "მანჩესტერ სიტიში" დე ბრუინეს წლიური ხელფასი, დაახლოებით, 20 მლნ ევროა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები