ნევილი: "იაია ტურეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის გავუფრთხილდებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნევილი: "იაია ტურეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის გავუფრთხილდებოდი"


ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი გარი ნევილი, რომელიც ახლა ინგლისის ნაკრებში როი ჰოჯსონის დამხმარეა, არ მალავს "ქალაქელების" ნახევარმცველის თამაშით აღტაცებას, მაგრამ, ამავდროულად, მისი სათამაშო დროის შეზღუდვსკენ მოუწოდებს. "ტურეს არ შეუძლია კვირაში 3 მატჩის თამაში" , - განაცხადა ნევილმა Sky Sports-თან ინტერვიუში. "ის ფანტასტიური ფეხბურთელია, მაგრამ მე მას ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის გავუფრთხილდებოდი. დღესდღეობით, იაია ტურე შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ნახევარმცველია. მაგრამ მის ასაკში არ შეიძლება მოითხოვო კვირაში 3-ჯერ სტაბილურად კარგად ასპარეზობა. ასეთივე სიამოვნებას ვიღებდით ისეთი დიდი ფეხბურთელების თამაშით, როგორებიც სტივენ ჯერარდი, პოლ სკოულზი და რაიან გიგზი არიან. როცა 30 წლისანი გახდნენ, მათი ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა. ასეთ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები