მჭედლიძემ ვარჯიში განაახლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მჭედლიძემ ვარჯიში განაახლა


იტალიური მედიის ინფორმაციით, "ემპოლისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა. ვარაუდობენ, რომ 25 წლის წინახაზელი მწვანე მოედანს 4 ოქტომბერს გასამართ, სერია ა-ს შეხვედრაში დაუბრუნდება, რომელშიც ერთმანეთს "სასუოლო" და "ემპოლი" დაუპირისპირდებიან. მჭედლიძემ ტრავმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში, დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ მიიღო. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემაც განაცხადა, რომ ის დააკვირდება მატჩის წინ ლევანის სათამაშო ფორმას და იმის მიხედვით გადაწყვეტს, რამდენად საჭირო იქნება მისი გამოძახება ნაკრებში, გიბრალტარისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებთან მატჩებისთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები