ხოსეპ გვარდიოლა: "თუ "ბარსელონა" პრიმერაში არ დარჩება..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოსეპ გვარდიოლა: "თუ "ბარსელონა" პრიმერაში არ დარჩება..."


"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიაში საპარლამენტო არჩევნებში ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფის მომხრეებმა გაიმარჯვეს. "კატალონიამ საკუთარი აზრი გამოთქვა. თითქმის 80 %-მა მისცა ხმა და საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრეა. მნიშვნელოვანია, რომ ხალხი წავიდა და ხმა რაიმე პრობლემის გარეშე მისცა. ეს უდავოა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ. აუცილებელია იმის გადაწყვეტა, დარჩება თუ არა "ბარსელონა" პრიმერაში. თუ არა, ეს არც კლუბისთვის იქნება სასარგებლო და არც ლიგისთვის" , - თქვა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები