F ჯგუფი: "არსენალმა" სიტუაცია გაირთულა, ლევანდოვსკის ვერ აჩერებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

F ჯგუფი: "არსენალმა" სიტუაცია გაირთულა, ლევანდოვსკის ვერ აჩერებენ


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მატჩები. იყო უდიდესი სენსაციაც და მრავალი გოლი. ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" არსებობის მანძილზე პირველად მოახერხა "ნისლიან ალბიონზე" 3 ქულის მოპოვება. არსენ ვენგერის შეგირდებმა ამ მატჩის წაგებით ძალიან გაირთულეს ჯგუფში სიტუაცია, რამეთუ 2 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრებს "არსენალი" უშუალო კონკურენტ, "ბაიერნთან" გამართავს და იმ მატჩში 6 ქულის მოპოვება დიდ ოცნებას ჰგავს.

"არსენალი" 2-3 "ოლიმპიაკოსი"

გოლი: უოლკოტი '35, სანჩესი '65 - პარდო '33, ფორტუნისი '40, ფინგდბოგასონი '67

"არსენალი: ოსპინა, გიბსი, პაულისტა, კოშელნი(მერტესაკერი '57), ბელერინი(კემპბელი '86), ოზილი, ოქსლედ-ჩემბერლენი, სანჩესი, კასორლა, კოკელენი(რემზი '60), უოლკოტი.

"ოლიმპიაკოსი": რობერტო, ბოტია, ელაბდელაუი, სიოვასი, სალინო, ფორტუნისი(ვურისი '87), კასამი, პარდო, კამბიასო, სება(ჰერნანი '73), იდეიე(ფინგდბოგასონი '46)

გაფრთხილება: სანჩესი, პაულისტა, ოზილი - რობერტო, ფინგდბოგასონი, კამბიასო, ფორტუნისი

რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა დაგეგმილი 3 ქულა ხორვატების წინააღმდეგ ადვილად მოიპოვეს. აღსანიშნავია სტუმართა გუნდის მეკარის, ედუარდოს უხეში შეცდომები, რის გამოც "ბაიერნმა" "დინამო" რამდენჯერმე დასაჯა. ბუნდესლიგის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზეც შეუჩერებელი იყო პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

"ბაიერნი" 5-0 "დინამო ზაგრები"

გოლი: კოშტა '13; ლევანდოვსკი '21; '28; '55, გიოტცე '25

"ბაიერნი": ნოიერი, ბოატენგი(რაფინია '64), ბერნატი(მარტინეზი '46), ლამი, ალაბა, ალკანტარა, გიოტცე, კიმიხი, ლევანდოვსკი, კოშტა(მიულერი '58), კომანი

"დინამო ზ": ედუარდო, პივარიჩი, ბენკოვიჩი(სანტოსი 46'), მატელი, ტარაველი, სუდანი, ანტოლიჩი, მაჩადო(როგი '61), ფერნანდესი, ადემი, პიაჩა(ენრიკე '69)

გაფრთხილება: ბოატენგი - პივარიჩი, ადემი

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა მე-2 ტურის შემდეგ

arsenali
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები