G ჯგუფი - "პორტომ" "ჩელსი" დაამარცხა, "დინამო" გალიდერდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

G ჯგუფი - "პორტომ" "ჩელსი" დაამარცხა, "დინამო" გალიდერდა


G ჯგუფი -
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე--2 ტურის სამშაბათის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფ G-ში ლონდონის "ჩელსი" მთავარ ფავორიტად მიიჩნევა და ექსპერტები ინგლისელებს ადვილ ვოაიჟებს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, სიტუაცია ასე ნამდვილად არ არის. "არისტოკრატები" პორტუგალიაში 2-1 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდნენ. გოლები ანდრეს და მაიკონის ანგარიშებზეა, ხოლო, "ჩელსიდან" თავი ვილიანიმ გამოიჩინა. მე-2 მატჩში "მაქაბიმ" კვლავ წააგო და კიევის "დინამო" გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე აღმოჩნდა. "პორტოს" და კიეველებს 4-4 ქულა აქვთ და ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, თუმცა, ბურთების უკეთესი (+1) სხვაობის გამო "დინამო" გალიდერდა. პორტო 2-1 ჩელსი გოლები: ანდრე ანდრე 39, მაიკონი 52  - ვილიანი 45+2 პორტო: კასილასი, პერეირა, მარკანო, მაიკონი, ინდი, ბრაჰიმი (ოსვალდო 87), ანდრე (ლაიუნი 80), იმბულა, პერეირა, ნევესი (ევანდრო 78), აბუბაქარი ჩელსი: ბეგოვიჩი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ზუმა, ფაბრეგასი, მიკელი (აზარი 62), ვილიანი, რამირესი (მატიჩი 73), პედრო (კენედი 73), კოშტა გაფრთხილებები: ინდი 19, მარკანო 25, პერეირა 82, იმბულა 89 - კეჰილი 41, ასპილიკუეტა 66, მატიჩი 79 ვიდეო მიმოხილვა: მაქაბი 0-2 დინამო გოლები: იარმოლენკო 4, მორაესი 52 მაქაბი: რაჯკოვიჩი, ბენ ჰიამი, ტიბი, დასა, ვერმუტი (მიჩა 76), ალბერმანი, ზაჰავი, მიტროვიჩი (იტზჰაკი 61), რიკანი, პერესი, ბენ ბასატი (ბენ ჩაიმი 46) დინამო: შოვკოვსკი, ანტუნესი, დრაგოვიჩი, სილვა, ხაჩერიდი, ველოსო (ბუიალსკი 70), სიდოლჩუკი, რიბალკა, მორაესი (კრავეტსი 81), იარმოლენკო, გონსალესი (ვიდა 78) გაფრთხილებები: ბენ ბასატი 20, რიკანი 45, ბენ ჰაიმი 75 - ველოსო 36, ხაჩერიდი 60, ანტუნესი 84 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები