E ჯგუფი. 2 წუთში მოგებული თამაში, 30 წუთიანი შტურმი ბელარუსში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

E ჯგუფი. 2 წუთში მოგებული თამაში, 30 წუთიანი შტურმი ბელარუსში


E ჯგუფი. 2 წუთში მოგებული თამაში, 30 წუთიანი შტურმი ბელარუსში
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მატჩები. უდიდეს ინტერესს იწვევდა დაპირისპირება "ნოუ კამპზე", რომელიც 2 წუთიანი შეტევების ფონზე, ლოგიკური შედეგით დასრულდა. კატალონიელებს არ ჰყავდათ მთავარი დამრტყმელი ძალა, ლეო მესი და საინტერესო იყო, როგორ შეძლებდა თამაშს მის გარეშე ლუის ენრიკეს კლუბი. სტუმრებმა პირველ ტაიმში ესპანური გუნდის დაცვის შეცდომის ხარჯზე ანაგრიში გახსნეს, რასაც შემდეგ მოჰყვა "ბარსელონას" უამრავი, თუმცა, უშედეგო შეტევა. მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთში მაინც შეძლო ესპანეთის ჩემპიონმა "ფარმაცევტული" დაცვის გარღვევა და გოლს გოლი მიაყოლა.

"ბარსელონა" 2-1 "ლევერკუზენი"

გოლი: სერხი რობერტო '80, სუარესი '82 - პაპადოპულოსი '22

"ბარსელონა": ტერ-შტეგენი, ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი(სერხი რობერტო '72), ბუსკეტსი, ინიესტა(ალბა '60), სუარესი, ნეიმარი, სანდრო(ელ-ჰადადი '63)

"ლევერკუზენი": ლენო, ტაი, პაპადოპულოსი, ვენდელი, დონატი, ბენდერი, ჩალჰანოღლუ, კრამერი, ბელარაბი, კამპლი, ჩიჩარიტო

გაფრთხილება: მასკერანო, ნეიმარი, ალბა - ბენდერი, ჩალჰანოღლუ, პაპადოპულოსი

უცნაური სცენარით წარიმართა მატჩი ბელარუსში, "ბორისოვ არენაზე", სადაც პირველი ტაიმის 30 წუთიანი მონაკვეთის მანძილზე, ალექსანდრ იერმაკოვიჩის ბიჭებმა რუდი გარსიას შეგირდები შეტევებით დაბომბეს. ვოიჩეხ შესნის კარში ამ დროის მონაკვეთში 3-ჯერ გაისროლეს და ყველა გოლად აქციეს. ამის შემდგომ, ტერიტორიული უპირატესობა იტალიურ გუნდს გადაეცა და დარჩენილ დროში მხოლოდ 2 ბურთის გაქვითვა შეძლო.

"ბატე" 3-2 "რომა"

გოლი: სტასევიჩი '8, მლადენოვიჩი '12; '31 - ჟერვინიო '66, ტოროსიდისი '82

"ბატე": ჩერნიკი, დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, პოლიაკოვი, იაბლონსკი, ნიკოლიჩი, სტასევიჩი, ვოლოდკო, გორდეიჩუკი(ჰლები '72), სიგნევიჩი

"რომა": შესნი, დინიე, დე როსი, ფლორენცი, მანოლასი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ვაინკერი(იაგო ფალკე '39), იტურბე, სალაჰი, ჟერვინიო

გაფრთხილება: მილუნოვიჩი, დუბრა - დინიე, დე როსი

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა მე-2 ტურის შემდეგ

jgufi


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები