საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 15:0 დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 15:0 დამარცხდა


საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 15:0 დამარცხდა
გუშინ გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბელგიისა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებებს შორის, რომელიც მასპიძელთა გამარჯვებით 15:0 დასრულდა. პირველ ტაიმში ბელგიელებმა 11 გოლი გაიტანეს, მეორეში კი მხოლოდ ოთხოთ დაკმაყოფილდნენ. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ 19 წლამდე ქალბატონებმა შეხვედრა 23:0 დათმეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათგან განსხვავებით, 17 წლამდელებს ისტორიაში 1 მოგება აქვთ. 2012 წელს მათ ყაზახეთი 2:0 დაამარცხეს. ბელგიის და საქართველოს გარდა მე-6 ჯგუფში ჩეხი და აზერბაიჯანელი 17 წლამდელები არიან. შემდეგ შეხვედრას ქართველები პირველ ოქტომბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები