ლუის ენრიკე: "ურთულესი მატჩი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკე: "ურთულესი მატჩი იყო"


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი "ბარსელონასა" და "ლევერკუზენს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა. "ურთულესი მატჩი იყო. გაშვებული გოლის შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და წონასწოორობის აღდგენას ვცდილობდით. საბოლოოდ კი ეს შევძელით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დაგვაკლდა თუ არა მესი? - რა თქმა უნდა, მესიც და რაფინიაც. გუნდში ნებისმიერი ფეხბურთელი ჩვენთვის საჭირო ფიგურაა და მათი არყოფნა დიდი დანაკლისია", - აცხადებს ენრიკე. 2 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 4 ქულა აქვს და E ჯგუფში პირველი ადგილი უკავია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები