მოურინიო: "ეს სასაცილოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ეს სასაცილოა"


მოურინიო:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "პორტუსა" და "ჩელსის" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი არისტოკრატთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააკეთა. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი სპეციალისტი შედეგით უკმაყოფილოა. "ორივე გოლი ძალიან უაზროდ გავუშვით, შეცდომების ხარჯზე. შეიძლებოდა გამართლებაც, მაგრამ იღბალმაც გვიმტყუნა. თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ მიდიოდა, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ეს სასაცილოა. თუმცა, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. იქ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე. სამწუხაროდ, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება", - აცხადებს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები