ვენგერი: "შეცდომებს ყველა უშვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი: "შეცდომებს ყველა უშვებს"


"არსენალისა" და "ოლიმპიაკოსის" შეხვედრაში, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა, კურიოზული გოლი გაუშვა მეთოფეთა მეკარემ, დავიდ ოსპინამ. მის ამ შეცდომას "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გამოეხმაურა. "ახლა აქ არ უნდა ვიჯდე და არ უნდა გიხსნიდეთ, რატომ ავიყვანე ოსპინა და სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება. გასულ სეზონში მან 19 მატჩში 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ძალიან კარგი შედეგია. შეცდომებს კი ყველა უშვებს". "ამ მარცხით არაფერი დაკარგულა. შემდეგ ტურში ბაიერნის წინააღმდეგ უნდა მოვიპოვოთ ქულები", - აცხადებს ვენგერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები