რეკორდები მესის გარეშეც დამყარდა... » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეკორდები მესის გარეშეც დამყარდა...


რეკორდები მესის გარეშეც დამყარდა...
ძალიან საინტერესო გამოდგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბარსელონასა" და "ლევერკუზენს" შორის, რომელიც, საბოლოოდ, კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ტრავმის გამო არ ითამაშა თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, რამდენიმე რეკორდი მაინც დამყარდა. მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა "ბარსელონას" 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი და 3 პასი), რაც საუკეთესო მაჩვენებელია გუნდში. მუნირ ელ ჰადადიმ ბოლო 2 მატჩში 2 შედეგიანი პასი მიითვალა. სწორედ ამდენი გადაცემა გააკეთა მან გასულ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში. "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ნეიმარმა 17 დრიბლინგი გააკეთა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგაზე. სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-10 გოლი გაიტანა და გახდა მესამე ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე 10 და მეტი გოლი აქვს გატანილი (ვალტერ პანდიანი - 12, ედინსონ კავანი - 16). სამარასისა და ბასინასის შემდეგ, პაპადოპულოსი მესამე ბერძენი მოთამაშეა, რომელმაც "ბარსელონას" გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები