საქართველო - გიბრალტარის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველო - გიბრალტარის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება


საქართველო - გიბრალტარის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოქტომბრის დასაწყისში გასამართი 2 მნიშვნელოვანი მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 7 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მატჩის დღეს, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 8 ოქტომბერს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყება დღეს 12:00 საათიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. ორშაბათიდან, 5 ოქტომბრიდან კი, ბილეთების შეძენას უკვე "დინამო არენას" სალაროებში შეძლებთ. ეროვნული ნაკრების მატჩის ხილვას, ასევე შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები