ყაზაიშვილის და კაშიას თანაგუნდელმა სეზონის საუკეთესო ფინტი შეასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყაზაიშვილის და კაშიას თანაგუნდელმა სეზონის საუკეთესო ფინტი შეასრულა


18 წლის ინგლისელი ტალანტი, დომინიკ სოლანკე ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა ამჟამად არნემის "ვიტესში" ვაკო ყაზაიშვილთან და გურამ კაშიასთან ერთად არენდის წესით თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინ, "ჰერენვენთან" მატჩში მიმდინარე სეზონის მართლაც გამორჩეული ფინტი შემოგვთავაზა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
X

Mad Skills!Chelsea Football Club loanee Dom Solanke (18) leaving his opponent for dead at Vitesse...

Posted by 101 Great Goals.com on 2015 წლის 29 სექტემბერი, სამშაბათი
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში დომინიკმა "ჩელსის" 18-წლამდე გუნდში 40 გოლზე მეტი გაიტანა. ვიდეოს კომენტარებში ხუმრობით ისიც დაწერეს, დედამიწის 70 % წყლითაა დაფარული, დანარჩენი კი "ჩელსის" გასხვისებული ფეხბურთელებითო... ჟოზე მოურინიო ამ ფინტის ნახვის შემდეგ ალბათ მიხვდება, რომ სოლანკე "სტემფორდ ბრიჯზე" რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები