ფაულერი: "სტარიჯი - რეალური ბომბარდირი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაულერი: "სტარიჯი - რეალური ბომბარდირი"


"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი, რობი ფაულერი დანიელ სტარიჯის ფორმაში შესვლას ელოდება. ლეგენდარული წინახაზელი აცხადებს, რომ სტარიჯი ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც ის სრულ მზადყოფნაშია. შეგახსენებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელი ბარძაყის ოპერაციის შემდეგ მოედანს მე-2 მატჩია, დაუბრუნდა. "დანიელი არის ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გასატანად ერთი სახიფათო მომენტი სჭირდება. ის რეალური ბომბარდირია",-განუცხადა ფაულერმა Goal.com-ს. "სტარიჯი ყველა ორთაბრძოლაში ბოლომდე იბრძვის, დაუღალავი თავდამსხმელია. მჯერა, რომ სასურველ ფორმას მალე დაუბრუნდება". შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო დანიელ სტარიჯს გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები