ბრენდან როჯერსი: "ამ ეტაპზე ორიჟის იჯარას არ განვიხილავთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრენდან როჯერსი: "ამ ეტაპზე ორიჟის იჯარას არ განვიხილავთ"


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა კომენტარი გააკეთა ფორვარდ დივოკ ორიჟის იჯარის წესით შესაძლო წასვლასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე. "ორიჟის იჯარა? არა, ამ ეტაპზე არა. ის შარშან იყო გაშვებული იჯარის წესით. ამ სეზონში მან ადგილი უნდა დაიმკვიდროს და ადაპტაცია გაიაროს. მხოლოდ სეზონის ბოლოს მოვიმოქმედებთ რაიმეს" , - თქვა როჯერსმა. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ლივერპული" მზადაა, 20 წლის ბელგიელი იჯარის წესით გაუშვას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები